ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სომხეთში აშშ-ის საელჩოს მუშაობით აღფრთოვანებულია და საქართველოს საელჩოს მუშაობას ადარებს ადარებს. როგორც ანალიტიკოსი წერს, სომხეთსა და საქართველოში არსებულ აშშ–ის საელჩოების მუშაობას შორის “დრამატული სხვაობაა.”
„დავათვალიერე სომხეთში აშშ-ს საელჩოს ვებგვერდი, გავეცანი მისი ბოლო 1,5 წლის საქმიანობას. ეს არის ტიპიური ნიმუში/მაგალითი თუ როგორ უნდა იქცეოდეს უცხო ქვეყნის საელჩო და ელჩი მასპინძელ ქვეყანაში. დრამატული სხვაობაა საქართველოში აშშ-ს საელჩოს და ელჩის საქმიანობისგან, შეგიძლიათ შეადაროთ“ – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.
კომენტარები