აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ უკრაინის მხარეს იბრძოდა, ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა, – ამის შესახებ ABC News-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორი ამერიკელი ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა. უკვე დავუკავშირდით მათ ოჯახებს და საჭირო დახმარებას ვუწევთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
გარდაცვლილთა ვინაობა არ სახელდება.
კომენტარები