• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს

ალია ავტორი - ალია
09:51 08-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატმა ახალი ბრალი წაუყენა. ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ მიიჩნია, რომ ტრამპი შესაძლოა ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში იყო ჩართული. ეს უკვე სისხლის სამართლის მეორე საქმეა, რომელსაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ იძიებენ.

ტრამპს ბრალი 11 პუნქტში წარუდგინეს. მას და კიდევ 18 პირს წაუყენეს ბრალდებები, რომლებიც მოიცავს რეკეტს, კრიმინალური ორგანიზაციების შესახებ კანონის დარღვევას (RICO Act) და ა.შ.

სხვა ბრალდებულებს შორის არიან – თეთრი სახლის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მედოუზი, პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ჯეფრი კლარკი, ტრამპის იურისტი და კონსულტანტი ჯონ ისტმანი.

41-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ სავარაუდო თანამოაზრეები “შეგნებულად და განზრახ შეუერთდნენ შეთქმულებას, რათა უკანონოდ შეეცვალათ არჩევნების შედეგი ტრამპის სასარგებლოდ”. გარდა ამისა, დოკუმენტში ბრალდებულები მოხსენიებულნი არიან, როგორც “კრიმინალური ორგანიზაცია”.

დონალდ ტრამპი ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერობს. იგი ამბობს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ტრამპს უკვე წაუყენეს ბრალი სამ სხვა საქმეში – შეთქმულება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად; საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვა; ჩანაწერების გაყალბება პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის დასაფარად.

ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის გამოძიება ფოკუსირებულია ტრამპის ქმედებებზე ჯორჯიის შტატში.

2021 წლის იანვარში ჩაწერილია ტრამპი სატელეფონო საუბარი შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგთან, სადაც ის სთხოვს, რომ 11 780 ხმა “უპოვოს”. ეს ხმების ის რაოდენობაა, რომელიც ტრამპს შტატში ბაიდენის დამარცხებაში დაეხმარებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved