• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა

ალია ავტორი - ალია
20:45 03-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა. გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტს და მის მრჩევლებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე იქნა მიღებული, ძალაში უკვე შევიდა და ის $1 მილიარდზე მეტის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას ეხება. როგორც წყაროები Bloomberg-თან ამბობენ, გადაწყვეტილება მანამ იმოქმედებს, სანამ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს არ დაანახვებს, რომ რუსეთთნ მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ცუდია უკრაინისთვის, ხოლო კარგია რუსეთისთვის, რადგან თუკი დახმარება დიდი ხნით დაპაუზდა, უკრაინა, რომელიც, დიდწილად, სწორედ ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე არის დამოკიდებული, სავარაუდოდ, ბრძოლას ისეთივე შემართებით ვერ გააგრძელებს, როგორც მანამდე, რაც ვლადიმირ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. თუკი რუსეთის პრეზიდენტმა უპირატესობა იგრძნო და უკრაინის უფრო დიდი ტერიტორიის დაპყრობის საშუალება დაინახა, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალოს და ომი გაგრძელდეს.

ის, რასაც დონალდ ტრამპი უკრაინის მიმართულებით აკეთებს, გარკვეულწილად, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. ბოლო წლებში, სამხედრო შეიარაღების ნაწილის მიწოდება დროებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც შეაჩერა, ოღონდ ისრაელის მიმართულებით და ისიც, კონკრეტულად 1,000-კილოგრამიანი ჭურვების შემთხვევაში, რომლებიც, შესაძლოა, ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა თუ ბაიდენის ეს ნაბიჯი დროებითი და ვიწროპროფილური იყო, შეიარაღების მიწოდების სრული შეწყვეტა, გარკვეულწილად, ულტიმატუმს ნიშნავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინააღმდეგობაში მოდის მის მთავარ სამხედრო მოკავშირე სახელმწიფოებთანაც. ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინას აქტიურად ეხმარებიან, ხოლო საფრანგეთმა, გაერთიანებული სამეფომ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა ლონდონში გამართულ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო დიდი მხარდაჭერა აღუთქვეს, მაგრამ თუკი ამერიკული სამხედრო დახმარება შეჩერდა, უკრაინის ჯარში არსებული სამხედრო შეიარაღების დეფიციტის შევსება, ევროპელებს გაუჭირდებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved