• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა

ალია ავტორი - ალია
10:21 02-06-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში „რელიგია დაბრუნდა“ და ქვეყანაში რწმენა კვლავ გაძლიერდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, წელს „ამერიკა 250“-ის ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში, 17 მაისს ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღე გაიმართება, რომლის დროსაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად შეიკრიბებიან.

„დღეს, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, ბევრი ნიშანია იმისა, რომ რელიგია ბრუნდება… ის ძალიან ძლიერად ბრუნდება. თქვენ იცით, რომ თქვენი ეკლესიები ივსება. ორი წლის განმავლობაში ეს არ ხდებოდა. კოვიდმა ზიანი მიაყენა. დემოკრატები საშინლად მოგექცნენ.

სიამოვნებით გაცნობებთ, რომ 2026 წლის 17 მაისს, ჩვენ ვიწვევთ ამერიკელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიკრიბონ ჩვენს ეროვნულ მოედანზე ლოცვისთვის, მადლიერების გამოსახატავად… ჩვენ ხელახლა ვაკურთხებთ ამერიკას, როგორც ერთიან ერს ღმერთის ქვეშ… მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უბრალოდ ვერ გექნება დიდი ქვეყანა, თუ რელიგია არ გაქვს. რაღაცის უნდა გჯეროდეს”,- განაცხადა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა გააკრიტიკა დემოკრატები, დაადანაშაულა ისინი 2020 წლის პანდემიის დროს ეკლესიების დახურვის აგრესიულ ტაქტიკაში და ასევე გააკრიტიკა მემარცხენეები რელიგიაზე თავდასხმებისთვის.

„არ ვიცი, როგორ შეიძლება, მორწმუნე ადამიანმა ხმა მისცეს დემოკრატს. ნამდვილად არ ვიცი. ახლა რელიგიურ ლიდერებს ისევე ან უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ტიპის ლიდერს. და ასეც უნდა იყოს “, – თქვა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ალბათ, სამოთხეში მოხვდება.

„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ალბათ, უნდა, მოვხვდე. მე არ ვარ იდეალური კანდიდატი, მაგრამ ბევრი სიკეთე გავაკეთე იდეალური ადამიანებისთვის, ეს ნამდვილად ასეა“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved