• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორი გადადგა

ალია ავტორი - ალია
17:03 01-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი, რომელიც აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოსამართლე ეილინ ქენონისთვის გაგზავნილი მოთხოვნის სქოლიოში არის მოცემული. დოკუმენტი ქენონისგან ითხოვს, რომ სმიტის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შეჩერება არ გაახანგრძლივოს.

“სპეციალურმა პროკურორმა დაასრულა თავისი საქმე, საბოლოო ანგარიში 2025 წლის 7 იანვარს წარადგინა და დეპარტამენტს 10 იანვარს ჩამოცილდა”. – წერია დოკუმენტში.

სმიტს ან მის სპიკერს საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

სმიტის საბოლოო ორტომიანი ანგარიში ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ქენონმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის მოსამართლეა, ანგარიშის გამოქვეყნება, სულ მცირე, 13 იანვრამდე გადადო.

ტრამპისა და მისი თანამოპასუხეების ადვოკატები ანგარიშის ორივე ნაწილის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან და მას არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ “ცალმხრივ” და “უკანონო” პოლიტიკურ თავდასხმად მოიხსენიებენ.

მანამდე, სმიტმა სასამართლოს ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის საქმის შეწყვეტის შესახებ მიმართა. ის აღნიშნავდა, რომ საქმე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო უნდა დაიხუროს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავს.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმეები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ იყო აღძრული.

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში ჯეკ სმიტს გაათავისუფლებდა.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved