ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი და იმედოვნებს, რომ “მალე კარგი ამბები ექნება.“
“მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს. იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის”, – დასძინა ტრამპმა.
კომენტარები