• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპი – USAID-ი არაკომპეტენტური და კორუმპირებულია

ალია ავტორი - ალია
11:29 02-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

USAID-ი არაკომპეტენტური და კორუმპირებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელთან, ილონ მასკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„USAID-ი ნამდვილად კორუმპირებულია, იგი არაკომპეტენტურია და კორუმპირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ილონ მასკის თქმით, USAID-ი „ზოგიერთ ღირსეულ საქმეს“ აკეთებს, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ „არჩევნებზე გავლენა საეჭვო გზებით მოახდინოს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მოსამართლეები მისი აღმასრულებელი ბრძანებების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ კორუფციის აღმოფხვრა გვინდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსამართლეებს სურთ კორუფციის ძიებაში ხელი შეგვიშალონ. ასე რომ, ჩვენ მოსამართლეებს უნდა დავაკვირდეთ, ეს სერიოზული დარღვევაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ, ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ ბეიტსმა აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტოების ვებსაიტებზე იმ გვერდების აღდგენის ბრძანება გასცა, რომლებიც „გენდერული იდეოლოგიისა და ექსტრემიზმის შესახებ“ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად წაშალეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილებას ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.

„სულ მცირე, ჩვენ ამ უვარგისი იურისტის გათავისუფლება უნდა ვცადოთ. იდეა, რომ მოსამართლეს უვადოდ მუშაობა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ცუდი იყოს მისი გადაწყვეტილებები, სასაცილოა!“ – დაწერა ილონ მასკმა.

ამასთან, გასულ კვირას მოსამართლე პოლ ენგელმაიერმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა დაუბლოკა. მასკმა მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა, ხოლო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ „მოსამართლეებს აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმური უფლებამოსილების გაკონტროლების უფლება არ აქვთ“.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved