• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დონალდ ტრამპი – ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის დროს ავღანეთიდან შემოვიდა

ალია ავტორი - ალია
10:40 11-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში მომხდარი სროლა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაიჭრა, „საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტია“.

„ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს, მადლიერების დღის წინა დღეს, ვაშინგტონში მომსახურე ეროვნული გვარდიის ორ წევრს თეთრი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ახლო მანძილიდან ესროლეს საშინელი ჩასაფრების ტიპის თავდასხმის დროს. ეს იყო დანაშაული ჩვენი მთელი ერის წინააღმდეგ. ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, საჭიროა ყველა მიგრანტის ხელახლა შემოწმება, რომლებიც ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდნენ.

„ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

„შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან – ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან – შემოვიდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან თავისი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის სექტემბერში შემოიყვანა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved