ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.
„არ მსურს ამის შესახებ გითხრათ. მაგრამ, ჩვენ ბირთვულ იარაღს ისე გამოვცდით, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ სხვა ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და ისინი უნდა გამოვცადოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.














კომენტარები