• რეკლამა
  • კონტაქტი
14:50, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დომინოს პრინციპი ამოქმედდება – ამერიკელები დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილისგან და ბოლომდე გაჰყვებიან“

ალია ავტორი - ალია
00:43 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ამერიკის კონგრესის ასიგნების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე საქართველო არ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რასაც მისგან მოითხოვს ამერიკის ხელისუფლება, ჩვენთვის გამოყოფილი 132 მილიონი დოლარიდან 15%–ს შეგვიჩერებენ. სასაცილო ის არის, რომ ჩვენი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამ საკითხს სერიოზულად ნუ მივუდგებით, ერთმა კონკრეტულმა კონგრესმენმა კონგრესში შეიტანა საკუთარი ინიციატივა და ეს არ ნიშნავს, რომ მას კონგრესი კანონად აქცევსო. შედარებაც შეგვაშველა – ემზარ კვიციანმა რომ დააინიციაროს კანონპროექტი, ეს ხომ არ  გამოხატავს,  ჩვენი პარლამენტისა და  ქვეყნის მმართველი პარტიის პოზიციასო. ეს თქვა ოხანაშვილმა და კონგრესმა ერთი კონგრესმენის ეს  ინიციატივა ორ დღეში აქცია კანონად.  სად შოულობს  ოხანაშვილისთანა „მარგალიტებს“  ბიძინა ივანიშვილი და რას იტყვით ამერიკელთა ამ გადაწყვეტილებაზე?

– მაგნაირ ხალხს სად შოულობს, ნეტავ  ეგ მაცოდინა… უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ გარეკეს. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ესენი კორუმპირებულები არიან, ფულს აკეთებენ. ამერიკელთა გადაწყვეტილებას რაც შეეხება, იურიდიულად ეს ფინანსური  სანქცია არ არის, მაგრამ ერთგვარი სანქციაა. ამერიკელებს აქვთ დეტალური ინფორმაცია, რომ მათ მიერ გამოყოფილი დახმარებები, რომელიც უნდა მოხმარებოდა ბიზნესს, სახელმწიფო პროექტებს, ეს ფული არ მისულა ბიზნესმენებთან, არ მისულა ხალხთან, იმ  მოსახლეობასთან, რომლებიც ამ პროექტების სამიზნენი იყვნენ. იციან, რომ კორუფციაა ყველა  სახელმწიფო უწყებაში და კონკრეტული  პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა თუ გავლენიანი არაფორმალური მმართველების ჯიბეში წავიდა ეს ფული. ეს უნდობლობის ფაქტორია, ეს ერთი.მეორე, ამერიკას ეჭვი ეპარება, რომ შემოდგომაზე არჩევნებს ხელისუფლება ჩაატარებს დემოკრატიულად და გამჭირვალედ. პირდაპირ უთხრეს, რომ ჩვენი ფულით, ჩვენი დახმარებით, ჩვენი რესურსებით  ჩატარებულ არჩევნებს არ გაგაყალბებინებთო. მესამე – ამ დოკუმენტში ნახსენებია, რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული მართლმსაჯულება. ეს 15% რომ გაგვიყინეს, მიმანიშნებელი სანქციაა.  სხვა იქნებოდა, რომ ეთქვათ, სრულად გიყინავთ ამ 132 მილიონ დოლარსო. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება ჩვენი უტვინო ხელისუფლებისთვის. შემდეგი ეტაპი კი ფინანსური სანქციები იქნება და მარტო ამ 132 მილიონის გაყინვას არ დასჯერდებიან ამერიკელები.

– დოკუმენტში ლაპარაკია იმაზეც, რომ  არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების გავლენა უნდა დასრულდეს ხელისუფლებაზე და ცხადია, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება.

– კი, ბატონო, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება და ის რამდენიმე ადამიანი მისი გარემოცვიდან, რომელთან არანაირი სახელისუფლებო პოსტები არ უკავიათ, და კონკრეტულ სფეროებში, შეუზღუდავი ძალაუფლება აქვთ. ზოგს ეკონომიკაში, ზოგს მართლმსაჯულებაში, ზოგს _ ბიზნესმენებთან ურთიერთობაში…  იგულისხმებიან კონკრეტული პოლიტიკოსებიც „ქართული ოცნებიდან“.  ეს მინიშნებები აღარ არის. ეს უკვე დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი აღარ არის, პირდაპირ, ღიად უთხრეს ივანიშვილს, რომ ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დასრულდეს. პირადად ჩემი განცდა ასეთია, რომ ამერიკელები „ქართულ ოცნებას“ და მის მთავრობას არაფერში აღარ  ენდობიან. პირიქით, გვაფრთხილებენ, რომ რუსეთი საქართველოში გეგმავს პროვოკაციებს, რომელიც შეთანხმებული იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან და  ეს პროვოკაციები იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ. ამერიკელები ამ სიგნალს იძლევიან. ბოლოს ამბობენ, რომ ჯერ კონკრეტული მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ეს ასე  მოხდებაო. ინფორმაცია თუ აქვთ, მტკიცებულებებსაც მოიპოვებენ.  ჩვენი ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯს არ დგამს ამერიკელების მიმართულებით, რასაც მოითხოვენ, მათგან ერთი არ შეუსრულებიათ ამდენი ხანია და არც აპირებენ რაიმეს შეცვლას. ეს პირველი ხომ არ არის? რამდენი გაფრთხილება მიიღო ხელისუფლებამ, რამდენი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა ამერიკას, მაგრამ არა, ჯინაზე უარესს და უარესს აკეთებენ. ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ამერიკელები მოითხოვენ. თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდა და ეს  აისახა კონსტიტუციაში, ესეც ამერიკისა და ევროპის უდიდესი ზეწოლის შედეგად გაკეთდა, კედელთან მიაყენეს „ქართული ოცნება“ და აიძულეს ამის გაკეთება, თორემ კი იცით, რომ  არც ამის გაკეთება სურდათ.

– რატომღაც მგონია, რომ ამერიკელები არჩევნებამდე ფინანსურ სანქციებს გამოიყენებენ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ.

– მეც ასე ფიქრობ. ხომ ხედავთ, ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უტევენ ამერიკელები „ქართულ ოცნებას“. პანდემიის დროს არ გაჩერებულან, მაშინ  არ შეუწყვეტიათ ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა და ამასთან, მუდამ ამ ჩრდილოვან მმართველობაზე ლაპარაკობენ. დომინოს პრინციპი ამოქმედდება. დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილისგან და ბოლომდე გაჰყვებიან. თუ ჰგონიათ, რომ შერჩებათ ამერიკელთა ფულის მოპარვა, ძალიან სცდებიან. ამერიკის ხელისუფლებაც ეს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებისთვის არ უპატიებია. ხელისუფლებები დაუმხიათ კიდეც ამის გამო.

– ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ნაკლებად მადარდებს, მაგრამ დახმარებები თუ შეგვიჩერეს, ეს უკვე ქვეყნისა და ხალხისთვის იქნება საზიანო. არადა, ჩვენ ადრე, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, ამას გამორიცხავდით, ხალხს და ქვეყანას არ დააზარალებენო.

– ახლაც იგივე აზრზე ვარ, არ შემიცვლია პოზიცია. არ დაზარალდება ქვეყანა და ხალხი. ამბობენ პირდაპირ, საქართველოს კი ვაძლევთ ფულს, მაგრამ ბიძინას, მისი ჩინოვნიკების, სხვა არაფორმალური მმართველების ჯიბეში მიდის ეს ფულიო. ამ დახმარებასაც მივიღებთ და სხვასაც, როდესაც ამათ  ჭკუაზე მოიყვანენ, თუმცა, იმის იმედი ნაკლებად მაქვს, ამათ ახლა  ჭკუა ისწავლონ. შემოდგომაზე, არჩევნების გზით  შეიცვლება ხელისუფლება და დახმარებები ისევ იქნება.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“#24

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved