• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დოკუმენტი გვაჩვენონ – სად, ვინ და როდის მიიღო ქართული მიწების გასხვისების გადაწყვეტილება – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
03:32 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– „დავით გარეჯის საქმესთან“ დაკავშირებით საზღვრის დაცვის  დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ბადრი ბიწაძე დაკითხეს პროკურატურაში. იგეგმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკითხვაც. პროკუტრატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერების ნაწილი, რაც ამ საქმეზე აქვს. რა ხდება? მართლა დიდ  დანაშაულთან ხომ არ გვქვს საქმე და ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მართლა დამნაშავენი ხომ არ არიან? ბევრს გაუჩნდა ეს კითხვები, ვინც აქამდე ორივე მათგანს უკანონო პატიმრებად და პოლიტიკური პროცესების გადაფარვის გამო დაკავებულად მიიჩნევდა.

– ეგეც საგამოძიებო ტრუკებია, ჩემო კარგო. კომისიას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, რატომ არ გვაჩვენებენ გადაწყვეტილებას, თუ მიღებულია? დოკუმენტი გვაჩვენონ, რაღაც ქაღალდებს რომ აფრიალებენ – სად, ვინ და როდის მიიღო ქართული მიწების გასხვისების გადაწყვეტილება. ილიჩოვა და მელაშვილი ადგენდნენ ნახაზებს და ნახაზების შედგენა, არ ნიშნავს ტერიტორიების აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას. გადაცემა მაშინ ხდება, როდესაც ჯერ შეთანხმება ხდება ორ სახელმწიფოს შორის, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს, რომელი ტერიტორია რომელ სახელმწიფოს ხვდება, სად გადის საზღვრები. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. ახლა აპიარებენ ფასადურ რეკლამებს, ვითომ, აი, მტკიცებულება გვაქვსო. რისი მტკიცებულება აქვთ? გვანახონ აქტი, რომლის საფუძველზეც  ქართული მიწები აზერბაიჯანს გადაეცა და ამაში ილიჩოვა და მელაშვილი მონაწილეობდნენ. ის ჩანაწერებიც სასაცილოა, მეტი არაფერი. ეგ არაფერი მტკიცებულებები არ არის.

– სტრასბურგში რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოუგო. სტრასბურგის სასამართლომ, ქართული მხარის 8 მოთხოვნიდან 6 დააკმაყოფილა. მათ შორის, რუსეთი დაადანაშაულა ქართველთა გენოციდსა და ეთნოწმენდაში.

– ეს საქართველოს გამარჯვებაა და არა რომელიმე ხელისუფლებისა. წინა ხელისუფლებამ შეიტანა ეს სარჩელი და ამ ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანა საქმე. სამწუხაროა, რომ ძირითადი საკითხები არ განიხილა სტრასბურგმა. მაგალითად, რომელმა მხარემ დაიწყო ომი და ის 5 დღე, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს ცხინვალში და მის მიმდებარე ქართულ სოფლებში. 8–12 აგვისტოს დატრიალებული მრავალი  ტრაგედია და საშინელება არ შეფასდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შედეგები უნდა მოჰყვეს, კომპენსაცია უნდა მისცეს საქართველოს  დაზარალებულ მოქალაქეებს რუსეთმა. აღსრულება გაჭირდება, თუმცა, პოლიტიკურად, იურიდიულად და იდეოლოგიურად ეს დიდი გამარჯვებაა.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved