• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დნესტრისპირეთიდან ოდესამდე სულ 60 კილომეტრია – სიტუაცია უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:21 04-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
750
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“სიტუაცია უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე:
ბოლო 24 საათია ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები რუსეთის მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში – მოლდოვაში.
ადგილზე რუსეთის მე-14 არმია დგას, რომლებიც შესაძლოა საბრძოლო ოპერაციებისათვის მაინცდამაინც კარგად არ არიან მომზადებულნი, მაგრამ მზად არიან სამხრეთ-დასავლეთიდან უკრაინას დაესხან თავს. კრემლში არაოფიციალურად აქვთ კიდეც გაცხადებული, რომ რუსების მიზანი დნესტრისპირეთამდე გასვლაა. ამით უშუალოდ მოლდოვას არსებობა-არარსებობა დადგება ეჭვქვეშ.
ამასობაში დნესტრისპირეთში სამხედრო ცვლილებებია: გუშინ უშიშროების შენობა აფეთქდა ტირასპოლში – დნესტრისპირეთის მთავარ ქალაქში (სიტყვა “დედაქალაქს” განგებ არ ვხმარობ). დღეს სამხედრო რადარები, კომუნიკაციის ანძები და ასაფრენი ბილიკები დაიბომბა. საუბრობდნენ მცირე შეტაკებებზეც (უცნობია ვის და ვის შორის).
შესაძლოა ეს იყოს უკრაინული პრევენციული დარტყმა, რასაც რუსული არმიის მხრიდან შესაძლო შეტევის აღკვეთა უნდა მოჰყვეს, ან მიმდინარეობს რუსების მხრიდან გარკვეული ფონის მომზადება შემდგომი შეტევისა და ადგილობრივი სეპარატისტების იძულებითი მობილიზაციისათვის.
დნესტრისპირეთში პანიკა შეინიშნება. ადგილობრივი სეპარატისტები და მოსახლეობა გარბის.
ბრძანების მიღების შემთხვევაში რუსული მე-14 არმია, მოხალისეები და სეპარატისტების ძალები შესაძლოა ნებისმიერ დროს გადავიდეს შეტევაზე. არც ისაა გამორიცხული უკრაინის არმიამ მიიტანოს დამატებითი იერიშები რუსულ ნაწილებზე. ზოგადად აქ ორივე დაშვება შეიძლება დადგეს.
ზოგადად, დნესტრისპირეთიდან ოდესამდე სულ 60 კილომეტრია. ამასთან რუსები საეჭვოდ ბომბავენ სწორედ დნესტრისპირეთთან და მოლდოვას დანარჩენ საზღვართან მყოფ უკრაინულ ტერიტორიებს.
მიუხედავად ყველაფრისა უკრაინის არმია ამ მიმართულებით ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად მზადაა და ბევრად უკეთაცაა მომზადებული, ვიდრე სეპარატისტები და რუსული არმია. უბრალოდ ახალი ფრონტის შესაძლო გახსნა ყველაზე ნაკლებად აძლევს უკრაინელებს ხელს, რადგან ეს ძალების დივერსიფიცირებას ნიშნავს. რუსების მიზანი კი უკრაინული ძალების მაქსიმალური დაქსაქსვაა. ამიტომაა საყურადღებო ის, რაც ამ მიმართულებით ხდება.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ამასთან, 9 მაისს დნესტრისპირეთში სპეციალური აღლუმი გაუქმდა. შეიძლება ეს ერთი შეხედვით ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დნესტრისპირეთში საბჭოთა კავშირი არ დაშლილა – იქ კვლავ ლენინის ქანდაკებები დგას და საბჭოთა სიმბოლიკაა დროშასა და გერბზე გამოსახული, ხოლო სეპარატისტული მთავრობაც ოკუპირებულ ტერიტორიას საბჭოთა მეთოდებით მართავს. ამიტომ 9 მაისის აღლუმის გაუქმება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სიგნალი შეიძლება იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
თუკი მოლდოვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთმა შეტევა წამოიწყო ეს იქნება კონფლიქტის მასშტაბების ზრდის წინაპირობა, რასაც არამხოლოდ მოლდოვას სამხედრო მოქმედებებში ირიბი ჩარევა შეიძლება მოჰყვეს, არამედ რეალურად დადგეს რუმინეთის უფრო აქტიური როლის განსაზღვრის აუცილებლობაც. შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში
დნესტრისპირეთის კონფლიქტისა და შემდგომ რუსეთის მიერ ოკუპაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოლდოვასა და რუმინეთის შესაძლო გაერთიანება იყო, რასაც დნესტრისპირეთში ჩასახლებული რუსი მოსახლეობა აუჯანყდა. დღეს მოლდოვას მოსახლეობის 40% (მათ შორის პრეზიდენტი სანდუ) რუმინეთისა და მოლდოვას ორმაგ მოქალაქეობას ატარებს. ეს კი ცვლის რეალობას.
ზოგადად კი, უკრაინული არმია ამ მიმართულებით იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ რაიმე შეტევის დაწყების შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს დნესტრისპირეთის დასასრულის დასაწყისი. თუმცა ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი იმასაც საუბრობს, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის მარცხის შემთხვევაში უკრაინა აუცილებლად მოსპობს დნესტრისპირეთსო. შეიძლება ამიტომაც ცდილობენ რაღაცას ტირასპოლში.”
თეგები: გიორგი კობერიძემოლდოვარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved