დღეს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გაიმართოს.
არსებული ინფორმაციით, მხარეები უკვე თურქეთში არიან. მოლაპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით გაიმართება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით, თურქეთში უკვე ჩავიდა.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, გუშინ, თურქეთში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ჩავიდა.
შეგახსენებთ, ქვეყნების უმაღლეს დიპლომატებს შორის, სამმხრივი მოლაპარაკებები იქნება პირველი, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
კომენტარები