დმანისში, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი დაჭრეს. ბარძაყის არეში დაჭრილი მერაბ ოქრიაშვილი ამ დროისთვის თბილისში, ნიუჰოსპიტალის კლინიკაშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება – ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ-პირველი” ავრცელებს.
აღნიშნული არხის ინფორმაციით, დმანისში, სისხლიანი დაპირისპირება ნახევარი საათის წინ მოხდა. თავად კახა ოქრიაშვილი საკუთარი ბიძაშვილის დაჭრის ფაქტს გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
როგორც ოქრიაშვილი ტელეკომპანიასთან იტერვიუში ამბობს, ჯერ-ჯერობით უცობია თუ რა მოტივით მოხდა მერაბ ოქრიაშვილზე თავდასხმა, თუმცა აღნიშანავს, რომ ბიძაშვილი მისი მხარდამჭერი იყო და ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა.
კომენტარები