• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა ღია წერილით ივანიშვილს მიმართეს

ალია ავტორი - ალია
20:22 06-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
418

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.

მშობლები ივანიშვილს თხოვენ, რომ დაინტერესდეს დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით, მოისმინოს მშობლების ხმა და ხელი შეუწყოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ბავშვებს მისცემს სიცოცხლის, მოძრაობისა და უკეთესი მომავლის შანსს.

“ბატონო ბიძინა,

მოგმართავთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ პროგრესირებს მძიმე და სიცოცხლის შემზღუდავი დაავადება ჩვენი შვილების ორგანიზმში.

უკვე ორ წელზე მეტია ვცდილობთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სახელმწიფოს. არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად ჯანდაცვის მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. ჩვენი მოთხოვნა მარტივი და სამართლიანია – ჩვენს შვილებს ჰქონდეთ წვდომა იმ თანამედროვე მედიკამენტებსა და მკურნალობაზე, რომლებიც უკვე გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და რომლებიც დაავადების მიმდინარეობის შენელებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას რეალურად შეუწყობდა ხელს. მათ შორის, ამ დრომდე არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო მოთხოვნა – დიუშენით დაავადებული პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური

სამედიცინო გუნდის შექმნა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში არაერთი ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, ხოლო ზოგმა მათგანმა სიცოცხლეც დაკარგა. თითოეული ასეთი შემთხვევა გვახსენებს, რომ დიუშენის შემთხვევაში დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

დღეს უკვე 41 დღეზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მშვიდობიანად და ღირსეულად ვდგავართ ქუჩაში იმ იმედით, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მაინც მოისმენს ჩვენს სათქმელს, თუმცა ამ დრომდე არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ შეგვხვედრია, არ მოუსმენია ჩვენი პრობლემების შესახებ და არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ ბავშვების დახმარებას.

ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას – ვითხოვთ იმას, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე რეალობაა: შანსს, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს საქართველოშიც ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.

ჩვენი შვილები ყოველდღიურად კარგავენ იმას, რასაც ჯანმრთელი ბავშვები ბუნებრივად ფლობენ – სირბილის, თამაშის, დამოუკიდებლად გადაადგილებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას. თითოეული დაგვიანებული გადაწყვეტილება მათთვის ნიშნავს დაკარგულ დროს, რომელსაც ვეღარავინ დააბრუნებს.

ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საბოლოო გავლენა სწორედ თქვენ გაქვთ. ამიტომაც, სიმბოლურად, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოგმართავთ თქვენ.

გთხოვთ, დაინტერესდეთ დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით, მოისმინოთ მშობლების ხმა და ხელი შეუწყოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ჩვენს შვილებს მისცემს სიცოცხლის, მოძრაობისა და უკეთესი მომავლის შანსს.

ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას. ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფომ უზრუნველყოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა, მათ შორის თანამედროვე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებელს. ჩვენ ვითხოვთ შანსს – შანსს, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს საქართველოშიც ჰქონდეთ იმედი, რომ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა სახელმწიფოსთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი ოჯახებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს წერილი უპასუხოდ არ დარჩება.” – ნათქვამია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების ღია წერილში.

თეგები: დიუშენის სინდრომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved