• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილზეა

ალია ავტორი - ალია
11:58 01-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

50 საუკეთესო ადგილი დისტანციური მუშაობისთვის 2021 წელს – ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას ვებ-გვერდი bigseventravel.com, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილზეა. 

ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში დისტანციურად მუშაობის მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება. დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება და უფრო პოპულარული ხდება. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით „შეუწყო ხელი“. სწორედ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე ვებ-გვერდმა bigseventravel.com-მა შეადგინა 2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყანაა დასახელებული და მათ შორის საქართველო მეორე ადგილზეა.

2021 წლის დისტანციურად მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება ?:

1. ტალინი, ესტონეთი

ბოლო წლებში ესტონეთმა ახალი ვიზა მიიღო, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების მიმდევრებს ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევს. ესტონეთში ციფრული ეკონომიკა მუდმივად ვითარდება. მომსახურების 99% ხელმისაწვდომია ინტერნეტით 24/7-ზე.

2. თბილისი, საქართველო

ბოლო წლებში საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. თბილისში, მთელი ქალაქის მასშტაბით უამრავი კაფეა, რომელიც დისტანციურად სრულყოფილი მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. აგრეთვე, თბილისში შეხვდებით ადგილებს კოვორქინგისთვის (საერთო სამუშაო სივრცე), როგორიცაა Impact Hub და Lokal.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველომ დისტანციური წესით მომუშავე პირებისთვის ციფრული რეზიდენტურის ვიზა დააწესა, რომელიც პანდემიის პერიოდში გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

„დისტანციურად საქართველოდან“ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში დარჩნენ სულ მცირე 180 დღე ან ერთ წლამდე ვადით და თავიანთი სამუშაო აწარმოონ დისტანციურად.

3. ბელგრადი, სერბეთი

საფეხმავლო ქუჩები, კაფეები, მაღაზიები – ახალი ტექნოლოგიებისა და კოვორკინგების სიმრავლე. ეს ისტორიული და კულტურული ცენტრი იდეალურია დისტანციური მუშაობისთვის. 24 მგბტ ინტერნეტზე უპრობლემო წვდომა. ხოლო კოვორქინგის საფასური თვეში 100 დოლარია.

4. ბალი, ინდონეზია

ამ დროში ყველამ იცის, რომ ინდონეზიური პროვინცია ბალი – ეს არის მექა ციფრული ტექნოლოგიების მიმდევრებისთვის, კოვოქრინგისთვის უამრავი სივრცით. ინდონეზია სულ უფრო იმედიანად მიჰყვება ციფრულ მომავალს. ამ პროცესს კი ციფრული მიღებისა და შესაძლებლობების სწრაფად გაფართოებამ შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ, ბალიზე Wi-Fi პრობლემას იშვიათად წარმოადგენს.

5. ჩიანგ მაი, ტაილანდი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩიანგ მაი ციფრული ტექნოლოგიების მიმდევრებს განსაკუთრებით იზიდავს. ეს იდეალური ადგილია ინტერნეტის მაღალი სიჩქარითა და კივორქინგისთვის განკუთვნილი უამრავი ადგილით.

სხვა ქვეყნების პოზიციები იხილეთ ბმულზე:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved