პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იკამათეს.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მანჯგალაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ თენგიზ თევზაძეს მიმართა და თქვა, რომ არ აპირებს დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში.
“ჩვენ ვერასდროს შევთანახმდებით ამ საკითხზე, ოპოზიცია და ხელისუფლება როგორც ჩანს. მე არჩევნებს ვხედავ სხვანაირად, NDI-ს კვლევამ აჩვენა ის, რომ აქ მთავარი არის ნდობა საზოგადოების…”, – თქვა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას ანრი ოხანაშვილი ასე გამოეხმაურა:
“საბოლოოდ არ აპირებდით შემოსვლას მაგრამ აქ ხართ, გაყალბებულ პარლამენტში არ შემოდიოდით, მაგრამ შემოხვიდეთ, ახლა ტრიბუნასაც ითხოვთ… NDI-ს კვლევის გარეშე ისაუბრეთ”.
საპასუხოდ, პაატა მანჯგალაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, კითხვის ფორმულირებაში ჩარევისგან თავი შეეკავებინა.
“მე NDI-ს გარეშე ვისაუბრებ თუ არა ეს არის ჩემი საქმე. ჩემი ფორმატია და მე ვსვამ კითხვას და ფორმულირებას და შინაარსს მე განვსაზღვრავ. დირექტორები ხომ არ გგონიათ მართლა თავი აქ თქვენ?!”, – უპასუხა ოხანაშვილს პაატა მანჯგალაძემ.














კომენტარები