• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიპლომატიური კონტრაბანდა – სიგარეტებში დამალული ოქრო და ფული – უკრაინა

ალია ავტორი - ალია
15:37 03-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები სატვირთო ავტომობილით უკრაინიდან ევროპაში ძვირფასეულობას და დიდი ოდენობით ფულის გადატანას უკანონოდ ცდილობდნენ.

ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობაც, ვინც სქემაში იყო ჩართული. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს სახელებისა და გვარების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვიდეოკადრები, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ იქნა გადაღებული, ასახავს დიდი ოდენობით ძვირფასეულობას და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას. სატვირთო ავტომობილში ძვირფასეულობასთან ერთად თამბაქოც იყო მოთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, დიპლომატიური ნომრების მქონე სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გააჩერეს, ამოღებულ იქნა:

  • 140 000 ამერიკული დოლარი;
  • 67 200 ევრო;
  • 11 600 პოლონური ზლოტი ( 3 060 ამერიკული დოლარი)
  • 16 კილოგრამი ოქრო – (საერთო ღირებულება 530 000 ამერიკული დოლარი)
  • 53 000 ამერიკული დოლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

მომხდარს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წერს, რომ ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო.

“უნდა დავანებოთ თავი ისეთ სამარცხვინო მიდგომას, რომელიც გულისხმობს, რომ სახლიდან ნაგავი არ უნდა გავიტანოთ. არა, საჭიროა მისი გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნაგავში ვიცხოვრებთ,”- წერს დიმიტრი კულება.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved