• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დინამო არენაზე“ დაგეგმილი, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო, 23 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალია ავტორი - ალია
17:08 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,996

23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, დედაქალაქის მერიის ცნობით, 23 ივლისის 07:00 საათიდან 24 ივლისის 01:00 საათამდე, სრულად აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე ქუთაისის ქუჩის კვეთიდან – შოთა იამანიძის ქუჩის კვეთამდე.

„ასევე, ავტომობილები აკაკი წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ფოთის და ბათუმის ქუჩებზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

მოძრაობა სრულად შეიზღუდება: ვლადიმერ მაიაკოვსკის, გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის, არჩილ ქურდიანის და სლავა მეტრეველის ქუჩებზე.

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით, გორის და ბათუმის ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებითაც.

ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება გადაადგილება: დავით აღმაშენებლის გამზირზე (გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთიდან – თამარ მეფის ქუჩამდე მონაკვეთში), მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირის კვეთიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ფოთის ქუჩაზე- ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. გარდა ამისა, ფიფიების, ბათუმის და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოძრაობა აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის ქუჩისკენ, ხოლო, მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით. აკაკი წერეთლის გამზირიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით. შემდეგ, ქუთაისის ქუჩიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მოხვედრა მარჯვნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი და ასევე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმართულებით.

თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების გავლით. ხოლო, აკაკი წერეთელის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს. აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

გარდა ამისა, მგზავრთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, „დინამო არენას“მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტები: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306,N384, N386 და მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით – 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved