საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონიაში ტრაგედიის მე-14 დღეს მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა:
”დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება. დღეს დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ჩვენ როგორც გვაქვს დაყოფილი სექტორებად, ეს არის დააახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, მაშველების მიერ გამოსვენებულია მდინარიდან და გადასვენებულია პროზექტურაში”
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია.
კომენტარები