თბილისში, დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
კომენტარები