თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
მატარებელი გზის გაგრძელებას ცოტა ხანში შეძლებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები