დღეს დილით, დიდუბეში ავტომობილი თხრილში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის დროს მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ის არ დაშავებულა. ავტომობილის ამოყვანას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
კომენტარები