დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უხელმძღვანელებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, ივეტ კუპერი კიევს ეწვევა.
„ამ მძიმე წლისთავზე, უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი გზავნილი მარტივია: დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით დგას. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – აცხადებს კირ სტარმერი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული პაკეტი უკრაინისთვის ენერგეტიკული დახმარების სახით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეიცავს. ასევე, დახმარება უკრაინის საზოგადოების მხარდასაჭერად 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას ითვალისწინებს.













კომენტარები