დიდი შვიდეულის ქვეყნების G7-ის წარმომადგენელმა, ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ G7-ის არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას და რუსეთისგან არ შეიძენენ ენერგორესურსებს რუბლით.
“დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ [პუტინის რუბლით გადახდის მოთხოვნა] არის კონტრაქტის ცალმხრივი და აშკარა დარღვევა”. – აღნიშნა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, ჰაბეკმა ჟურნალისტებთან საუბრისას G7-ის ვირტუალური კონფერენციის შემდეგ.
კომენტარები