• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დიდი მადლობა, ძვირფასო ევროპავ! კიდევ ერთი არსებითი არგუმენტი რომ გამოგვაცალე ხელიდან რუსეთთან ომის მუქარით ჩაბეტონებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კამათისას“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:35 11-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„დიდი მადლობა, ევროპავ!
——————————–
როგორც გახსოვთ, ამერიკელების მიერ შემოთავაზებულ გეგმას „კაპიტულანტური“ უწოდეს უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და პატრიოტებმა, ევროპელებმა, უკრაინელებზე უფრო უკრაინელმა ქართველებმა და ა.შ.
შემდეგ, როდესაც ემოციური აფეთქება ცოტათი შეცხრა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა – უმეროვმა განაცხადა, რომ გეგმა საწყის ეტაპზეც კი შეიცავდა უკრაინისათვის უაღრესად მნიშვნელოვან პუნქტებს. ამას მოჰყვა უკრაინული და ამერიკული დელეგაციების სასწრაფო შეხვედრა ჟენევაში, რომლის პირველი სხდომის შემდეგ აღფრთოვანებულმა სახელმწიფო მდივანმა – რუბიომ განაცხადა, რომ დელეგაციებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
ცხადია, მუდმივად თამაშგარედ მყოფმა ევროპელებმა, კერძოდ კი გერმანელებმა, ფრანგებმა და ბრიტანელებმა, იეჭვიანეს და იმის დასამტკიცებლად, რომ თამაშგარედ ყოფნა მათი არჩევანი კი არ არის, არამედ „მჩაგვრელ“ ამერიკას არ გაჰყავს თამაშში, აიღეს და იმ 28-პუნქტიანი გეგმის საკუთარი ვერსია შექმნეს.
და ჰოი საოცრებავ! ევროპელების მიერ შექმნილი 28 პუნქტიანი გეგმა პრაქტიკულად არ განსხვავდება ამერიკელების მიერ შექმნილისაგან, რამდენიმე უაზრო სემანტიკური შესწორების გარდა.
რაც ყველაზე ცუდია საქართველოსათვის, ევროპელებმა ამერიკული ვერსიიდან მთლიანად ამოაგდეს მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც რუსეთი აღარ უნდა დასხმოდა არცერთ მეზობელს და შესაბამისად, NATO-ც აღარ მიიღებდა ახალ წევრებს.
NATO რომ ახალ წევრებს კაი ხანი აღარ მიიღებს, ეს ისედაც ფაქტია; სამაგიეროდ, საქართველომ და რუსეთის სხვა მეზობლებმა დაკარგეს იმის თეორიული შანსი, რომ დროებით, თუნდაც შემდგომი 3 წლის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტი ტრამპი იქნება ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარე, რუსეთისგან ღია აგრესიის შანსი პრაქტიკულად განულებულიყო.
დიდი მადლობა, ძვირფასო ევროპავ! კიდევ ერთი არსებითი არგუმენტი რომ გამოგვაცალე ხელიდან რუსეთთან ომის მუქარით ჩაბეტონებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კამათისას.
კიდევ რა „მიღწევა“ ჰქონდათ ევროპელებს?
რა და, 600 ათასიდან უკრაინის ჯარის შეზღუდვა 800 ათასამდე გაზარდეს.
ზემოხსენებული საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა ამჟამად არის 420 ათასი და ამის შენახვაზე წუწუნებენ და თურმე უკრაინისათვის 600 ათასი არ იქნებოდა საკმარისი. მაგრამ, ეს მეორეხარისხოვანია; რაღაცაში ხომ უნდა შეკამათებოდნენ ამერიკელებს?
გადავიდეთ კიდევ ერთ „მნიშვნელოვან“ ცვლილებაზე. ამერიკელები ამბობდნენ, რომ უკრაინა თავისი ნებით განაცხადებდა NATO-ში შესვლაზე უარს. ევროპელებმა ეს პუნქტი სიტყვა-სიტყვით ასე ჩაწერეს: „უკრაინის მიღება NATO-ში დამოკიდებულია NATO-ს წევრების კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს“.
მაგარია არა? გაგახსენდათ ალბათ ბებერი მოსამართლის ვერდიქტი ძველი ქართული ფილმიდან -„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“: – გეკუთვნის, მაგრამა .. არ გეკუთვნის! –
მივუახლოვდით მთავარ პუნქტებს. ამერიკელებს მე-10 პუნქტი დაწერილი ჰქონდათ უაღრესად დიპლომატიურად. ამ პუნქტის დარღვევისათვის, ამერიკული ვერსიით, რუსები მიიღებდნენ ამერიკის, ევროპისა და უკრაინის ერთობლივ, კოორდინირებულ სამხედრო პასუხს. ანუ ეს იყო NATO-ს დე-ფაქტო მე-5 მუხლი.
რა შეცვალეს ევროპელმა ჭკუისკოლოფებმა? პირდაპირ ჩაწერეს, რომ „ამერიკული გარანტიები იქნება NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგი“. რატომ გააკეთეს ეს?
იმიტომ რომ ასეთი პირდაპირი განცხადებით ამერიკის კონგრესი არასოდეს დაამტკიცებს ამ გეგმას.
და ბოლოს, გადავიდეთ ტერიტორიების შესახებ მუხლებზე, რომლებზეც განსაკუთრებული აღშფოთების ქარიშხალი დატრიალდა. ვნახოთ რას ამბობენ ევროპელები:
21-ე მუხლი: „უკრაინა პირობას დებს, რომ საკუთარ, სუვერენულ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს ძალით. მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის შესახებ დაიწყება შეხების ხაზებიდან“.
22. „როგორც კი ტერიტორიულ განაწილებაზე შეთანხმება მიღებული იქნება, ორივე, რუსეთიც და უკრაინაც უარს იტყვიან ძალის გამოყენებით მის შეცვლაზე“.
დიდებულია, არა?
არანაირი კონკრეტიკა; რა საჭიროა? კონკრეტიკაზე ამერიკელებმა იდარდონ. მერე ხომ ძალიან ადვილი იქნება მათი გაკრიტიკება და გაშარჟება.
არავინ იცის რა შეთანხმება იყო ამერიკელებსა და რუსებს შორის იმ „28-პუნქტიან“ გეგმაზე, მაგრამ ის კი ცხადი იყო, რომ პუტინი მას ხელს არ მოაწერდა. ოღონდ, მაშინ მოლაპარაკების ჩაშლა პუტინს დაბრალდებოდა; ახლა კი პუტინი ევროპულ ვერსიას მოიყვანს მიზეზად, ამას დაემატება უკრაინელების აღშფოთება და … ომიც გაგრძელდება. საინტერესოა, თუ გამოჩნდება რომელიმე პატიოსანი მედია-საშუალება ან პოლიტიკოსი, რომელიც ევროპულ გეგმასაც კაპიტულანტურს უწოდებს. ამას ხომ უბრალოდ ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, სინდისს რომ თავი დავანებოთ.
დიდი ალბათობით, ამერიკა მეტ სამშვიდობო ინიციატივას აღარ წამოაყენებს. ბურთი ევროპელების მოედანზეა; ვნახოთ რას გააკეთებენ ისინი უკრაინელებისათვის. ბოლო ამერიკული სანქციები კი ძალიან მტკივნეული გამოდგა რუსებისათვის. ნავთობისაგან მიღებული შემოსავალი ბოლო თვეებში 37%-ით შემცირდა.
პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს კი შიდა პოლიტიკაზე მოუწევთ გადართვა. ომის გაგრძელებას რადგან ალტერნატივა აღარ აქვს, უკრაინელები დიდი ალბათობით საკუთარი მაროდიორების მკაცრად დასჯას მოითხოვენ და წესით არაერთი „თავი“ უნდა დაგორდეს უახლოეს დღეებში.“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე

18:27 11-24-2025
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

14:12 11-24-2025
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
ახალი ამბები

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

13:54 11-24-2025
რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved