• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის” – მიხეილ სააკაშვილი ანა ფოტიგას

ალია ავტორი - ალია
17:53 11-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის და მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი. ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად.

ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლება არ მისცა, შესაბამისად ევროპელმა პოლიტიკოსმა ქვეყანა ისე დატოვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდა და პირადად ვერ ნახა ის მძიმე ვითარება, რომელშიც ახლა მესამე პრეზიდენტია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved