• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დიდი ხანია, ვიცი, რომ ბატონ ბიძინას, ჩემნაირი ადამიანები, „ბუას“ შიშით, რეზინაზე ვყავართ გამობმული” – რუსუდან შარაძე

ალია ავტორი - ალია
14:09 08-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:

,,არ მჯერა „ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების და საერთოდ, მისი აღარაფრის მჯერა, თუმცა, ოქტომბერში, მაინც ბიძინა ივანიშვილს დავუჭერ მხარს, რადგან დღესდღეობით, ის მიმაჩნია საქართველოში ერთადერთ კაცად, ვისაც არჩევნებში მკვლელების ბანდის დედისტირების ძალა და უნარი შესწევს. უბრალოდ, წარმოვიდგენ ხოლმე, რამე რომ დაემართოს, რა დღეში ჩაგვყრიან ორ-სამ-ოთხ-ხუთსახა, ფლიდი, გაუმაძღარი, ხამი და ყოვლად ურეიტინგო ე.წ. პოლიტიკოსები.

ახალს არაფერს გავაკეთებ, სულ ასე არ ვარ? დიდი ხანია, ვიცი, რომ ბატონ ბიძინას, ჩემნაირი ადამიანები, „ბუას“ შიშით, რეზინაზე ვყავართ გამობმული. ჩემი აზრი, ამასთან დაკავშირებით, ათასჯერ გამომითქვამს და არც ორიგინალური ვყოფილვარ, ამიტომ არ გადაგღლით განმარტებით.

თუმცა, სულ არ ვთვლი, რომ მხოლოდ მათი ბრალია ჩვენი დღევანდელი ყოფა. ვინც განმსჯის, ჩემიანი თუ სხვისიანი, ჯერ პასუხი გამცეს კითხვაზე, რომლის დასმის არ შემეშინდება – სად იყო ამასობაში ქართველი ხალხი? საკუთარი გამოცდილებით, ერთ ადამიანს, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ეძინა და უარესში – ფეხებზე ეკიდა ყველაფერი და არ ფიქრობდა, რომ ვერავინ უშველიდა, საკუთარი თავის გარდა. პირადად, 12 წლის მანძილზე, ვერაფრით შევძელი, რომ მელიქიშვილზე შემეკრიბა თუნდაც ის რაოდენობა ადამიანებისა, ვინც აქ, ჩემს კედელზე, ვენებს იჭრის. მარტო საკუთარ ტრაგედიაზე რომ არ გამომივიდეს ლაპარაკი, სად იყო ქართველი ხალხი, როდასაც საყდრისს თავზე გვამხობდნენ? სად იყო, როდესაც შვილებდახვრეტილ და ამოწყვეტილ ოჯახებს, სასამართლოს ეზოებში, მკვლელები და მათი ბანდები ხვდებოდნენ და რაც ხოცვით დააკლეს, სიტყვიერად „უნაზღაურებდნენ“? ფაქტების ჩამოთვლას თაბახები არ ეყოფა…

შესაძლოა, გავიდეს ხანი და ისიც ვიფიქრო, რომ სჯობდა მოთმენა, ტანჯვა-წამება… ისევე, როგორც მაგალითად, 2009 წლის 26 მაისს, სამების ეზოში რომ შევიკრიბეთ, ვნანობდი, – რატომ დავუჯერეთ პატრიარქს და არ დავუჯერეთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩვენგან რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვდა. ღმერთო შეგცოდე და მაპატიე, რომ დიდხანს მერეოდა ბრაზი. დღეს, მგონი, ზედმეტია ახნაც, თუ რა ბრიყვი ვიყავი.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერასდროს გავიგებ ციხის ზონდერებთან და კაცისმკვლელებთან საერთო ბიზნესის აყვავებას, ახალაიას სისხლისმსმელი ზონდერების აღზევებას და კიდევ ბევრ უსამართლობას, რომელიც ადგილობრივად წყდებოდა და რომ გასკდნენ, „გლობალური ომის პარტიას“ ვერ „შეტენიანიან“, თუ ნამეტანი პრიმიტიული „ქოცი“ არ ხარ. არც გავიგებ, რადგან სხვა ახნა არ აქვს – ხუშტურები და მერკანტილური ინტერესები!

ხელიდან გაშვებულ უამრავ შანსზე ნერვები მეშლება, განვიცდი, რომ უსამართლობაში გავიდა სიცოცხლე, ადამიანების მიმართ იმედგაცრუებას ჭკუიდან გადავყავარ, ბევრი რამ მენანება, მაგრამ ვიცი, რომ რეალობას ვერ შევცვლით, წარსულს ვერ დავაბრუნებთ, ხოლო მომავალზე გავლენის მოხდენა ნამდვილად შეგვიძლია. მე ვერ განვჭვრეტ რა იქნება მერე, მაგრამ ის ვიცი, რომ ბოღმამ, თუნდაც სამართლიანმა, არ უნდა დამაბრმავოს.

„თუ განსაცდელი გეწვია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე“ – წმინდა გაბრიელ ქიქოძე.

თეგები: რუსუდან შარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved