სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობს და ამბობს, რომ მიიხუედავად იმისა, რომ პატიმრებმა ორი კვირის წინ მოითხოვეს მაღაზიაში ვენტილატორის მიწოდება, ამ დრომდე არავინ პასუხს არ სცემთ.
ახობაძე სახალხო დამცელს მიმართავს, შესაბამისი ყურადღება მიაქციოს პატიმრების ყოფას.
“ლარიოკის” (ციხის მაღაზიის) უფროსი მოიკითხეთ, ცოცხალია? უკვე დიდი ხანია ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას.
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება”, – წერია გიორგი ახობაძის ფბ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
კომენტარები