• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი ხანი ტიროდა, შერცხვა. იმ დღეს მარტო ერთი არ დაუსჯია მასწავლებელს…” – ლექტორი სტუდენტის წერილს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
23:56 01-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ლექტორი გიორგი მასალკინი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისტორია, რომელმაც შემძრა!!!

ის განათლების ადმინისტრირების მაგისტრანტმა (ბსუ) თავის, ბულინგზე დაწერილ თემაში გაიხსენა. განათლების სფეროა მისახედი ქვეყანაში, ჩვენ კი რაზე ვხარჯავთ დროს, ენერგიას და რესურსებს …

„4 წლის ასაკში შევედი ბაღში. ბაღი 9 საათზე იწყებოდა. ზუსტად ამ დროისთვის უნდა გამოცხადებულიყო ყველა აღსაზრდელი ბაღში. დაგვიანება სხვადასხვაგვარად ისჯებოდა. ერთ დღესაც, ახალი წესის თანახმად გამოცხადდა, რომ თუ ვინმე დაიგვიანებდა, საჯაროდ ყველა ბავშვის თვალწინ გამოიყვანდნენ, წელს ქვევით გახდიდნენ ტანსაცმელს და ბავშვების თვალწინ ასე შიშველს დააყენებდნენ. მეორე დღეს ერთა ბიჭმა დაიგვიანა. მასწავლებელმა სიტყვა შეასრულა. ყველა ნახევარ წრეზე დაგვაყენა, დასჯილი ბიჭი ჩვენს წინ გამოიყვანა, შარვალი და საცვალი გააძრო და ასე დატოვა ჩვენს წინაშე. დასჯის ამ მეთოდმა 10 წუთი გასტანა. ამ ხნის განმავლობაში ტირილი არ შეუწყვეტია ბიჭს, მერეც დიდი ხანი ტიროდა. შერცხვა. იმ დღეს მარტო ერთი არ დაუსჯია მასწავლებელს, მისი საქციელით მან ყველა დაგვსაჯა, უბრალოდ ის ამას ვერ მიხვდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა არავის გაუცინია, ხმაც კი არ ამოგვიღია.

ალბათ, ყველა მოუყვებოდა თავის მშობელს მომხდარზე. მე პირადად მახსოვს სახლში რომ მოვყევი ბაღიდან დაბრუნებულმა. ერთი კი გაიკვირვეს, მაგრამ სულ ეს იყო. ალბათ გაიფიქრეს, მასწავლებელია და უფლება აქვსო. ყოველ შემთხვევაში არავინ მისულა მასწავლებელთან და არ უთქვამს, რომ ეს არ შეიძლება, რადგან კიდევ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასეთი ფაქტი ბაღში. …

ეს რომ დანაშაულია მეც ბევრი წლის შემდეგ გავაცნობიერე. დამენანა და მენანება ის დრო, როცა ჩემდა უნებურად, თუნდაც რამოდენიმე წამით გამხადეს მოძალადე ან მსხვერპლი.

დღეს, აღარც ჩემი ბაღის მეგობრები მახსოვს, … აღარც აღმზრდელები, არც ის ბიჭი მახსოვს, ვინც იმ დღეს დაისაჯა. მაგრამ არასოდეს დამვიწყებია ის დღე და მასწავლებელი, რომელმაც ბავშვი დასაჯა“.

თეგები: გიორგი მასალკინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved