• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დიდი დებატებია იმაზე, ხომ არ დაარღვია აშშ–მ საერთაშორისო სამართალი ვენესუელაში სამხედრო ოპერაციით“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:11 01-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,დიდი დებატებია იმაზე, ხომ არ დაარღვია აშშ–მ საერთაშორისო სამართალი ვენესუელაში სამხედრო ოპერაციით და ნიკოლას მადუროს დაპატიმრებით. თითქოს ეს „სახიფათო პრეცედენტია“, რომელიც ცუდ ტიპებსაც ხელებს გაუხსნის.

ჩემი აზრით საპირისპირო ეფექტი ექნება ვენესუელას მაგალითს.

ერთ წიგნს ვკითხულობდი ცოტა ხნის წინ, Spin Dictators, რომელიც იმით იწყება, რომ გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მოხდა ისტორიული გარდატეხა, დემოკრატიების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ავტორიტარულ რეჟიმებს. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში დემოკრატიების რაოდენობა 100–ს მიუახლოვდა, დიქტატურების რაოდენობა კი 80-ის ქვემოთ ჩამოვიდა.

გაჩნდა ილუზია, რომ ავტორიტარიზმი მოძველდა, ბუნებრივად იხევდა უკან, რომ გლობალიზაცია, ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიები მას ბუნებრივად გააქრობდა. ეს ილუზია დიდხანს არ გაგრძელებულა.
ამ საუკუნეში პროცესი შებრუნდა.დემოკრატიების რაოდენობა შემცირდა, ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმები გაიზარდა.

დღეს: დემოკრატიების რაოდენობა 90-ის ქვემოთაა ჩამოსული. ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმები 90-ს აჭარბებს (სხვადასხვა ინდექსების ჯამი რომ ავიღოთ)და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , მსოფლიო მოსახლეობის 55–60% ცხოვრობს არადემოკრატიულ სისტემებში.

რატომ გაბლატავდნენ არადემოკრატიული რეჟიმები? იმიტომ რომ “დემოკრატიამ რამე აწყენინა“, ან ცუდი პრეცედენტი შეუქმნა და დაანახა? ან “ძალა არასწორად“ გამოიყენა“?

პირიქით, პრობლემა ის არის, რომ დემოკრატიებმა დიდხანს არ გამოიყენეს არაფერი. დემოკრატიული სამყარო მეტისმეტად თეთრხელთათმანებიანი გახდა, საკუთარი თავი პროცედურებში, წესებში, ბიუროკრატიაში, იურიდიულ თვითშეზღუდვებში ჩაკეტა, მოქმედებს ნელა, რეაგირებს დაგვიანებით, ხშირად უფრო ლეგიტიმურ მხარეზე ზრუნავს, ვიდრე შედეგზე.

რა თქმა უნდა, წესების დაცვა ცუდი არ არის, არც თვითშეზღუდვა და ბიუროკრატია, მაგრამ როცა იქცევი ისე, თითქოს მეორე მხარეც იმავე წესებით თამაშობს შედეგი რა შეიძლება დადგეს?

სინამდვილეში წესებს იცავდა ერთი მხარე, მეორე მხარე კი მათ სისტემურად არღვევდა. მშვიდად და ცინიკურად. ავტორიტარული ლიდერები დემოკრატიების მხრიდან წესების დაცვას ცინიკურად უყურებდენ – როგორც სისუსტეს , და როგორც შესაძლებლობას მათთვის. ისინი არ არიან შეზღუდულები არც შიდა კონტროლით, არც საერთაშორისო წესებით, მოქმედებენ სწრაფად,ძალას იყენებენ წინასწარი გათვლით, რომ პასუხი იქნება სუსტი ან დაგვიანებული.

დიქტატორების ქცევას არ განსაზღვრავს სამართლებრივი პრეცედენტები. მათ ქცევას განსაზღვრავს რისკის შეფასება, ძირითადად პირადი რისკების. ძალის ან სარწმუნო საფრთხის არარსებობა აძლიერებს მათ ზღვარგადასულობას.

დიქტატორები არ გაბლატავდნენ იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი დემოკრატიულმა ქვეყნებმაც დაარღვიეს. ისინი გაბლატავდნენ იმიტომ, რომ წესები ცალმხრივად სრულდებოდა და ხედავდნენ: წესების დარღვევას არ მოჰყვებოდა სწრაფი, მკაფიო და მტკივნეული პასუხი.

თუ საერთაშორისო სამართალი მხოლოდ ერთ მხარეს შეუკრავს ხელებს, თუ დემოკრატია დარჩება მხოლოდ პროცედურად, ძალა კი მხოლოდ ავტორიტარიზმის ინსტრუმენტად, დიქტატურების რიცხვი და ძალა კიდევ გაიზრდება. ახლა არ თქვათ, გაიზარდოს, ვისი რა საქმეა, ვის რას უშლისო. ვის რას უშლის, ამაზე შეიძლება სხვა სტატუსი დავწერო, ახლა კი იმ აზრს გავაგრძელებ, რაც დავიწყე:

ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომი დაიწყო ზუსტად იმ გათვლით, რომ დასავლეთის მხრიდან:
• იქნებოდა დაუსრულებლად საერთაშორისო სამართლის ციტირება, რომელიც სინამდვილეში რუსეთმა ფეხებზე დაიკიდა.
• დიდხანს იკამათებდნენ წესებზე, პროცედურებზე. რეაქცია იქნებოდა ფრაგმენტული
• ნელა მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს,
• სანქციებს ნელა, ფრთხილად, ან საერთოდ ვერ შემოიღებდნენ,
• სამხედრო დახმარებას დოზირებულად გასცემდნენ, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების ათობით საერთაშორისო კონვენციის პუნქტებთან და კანონებთან შესაბამისობას შეამოწმებდნენ.

ეს იყო გათვლა დემოკრატიის პროცედურულ სისუსტეზე.
დიქტატორებს არ აჩერებს მოწოდებები. არ აჩერებს შეშფოთება. არ აჩერებს განცხადებები.

აჩერებს მხოლოდ ერთი რამ — ძალა და მისი გამოყენების სარწმუნო მზადყოფნა.

ამ ფონზე ვენესუელას მაგალითი არ არის ხელფეხის გამხსნელი ცუდი ტიპებისთვის. დიქტატორებს ხელები ისედაც დიდი ხანია გახსნილი აქვთ.მათ არ სჭირდებათ ახალი პრეცედენტები.

ეს მაგალითი მხოლოდ ახსენებს მათ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გადასვლას პირადი ფასი აქვს. ერთადერთი, რაც მათ შეაკავებს არის შედეგების რეალური შიში და არა სწორი სამართლებრივი ტექსტები.
დემოკრატიის მთავარი კრიზისი დღეს არ არის ღირებულებითი. ის არის ქმედითი ნების კრიზისი.

ვენესუელის ოპერაცია არის ერთ–ერთი იშვიათი სიგნალი, რომ დემოკრატიულ სამყაროს ჯერ კიდევ შეუძლია მოქმედება – სწრაფი, მიზანმიმართული და პერსონალური, არა კოლექტიური უსასრულო ლაპარაკი. ნუ, გასაგებია რომ ტრამპი შესაძლოა დემოკრატიის ეტალონად არ მიაჩნდეს ვინმეს, მაგრამ აშშ უფრო მეტია, ვიდრე მისი რომელიმე პრეზიდენტი. ის არის და კიდევ იქნება დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ტრამპის დარჩენილი სამი წელი. ნუუ, ზოგადად “ამერიკულ იმპერიალიზმზე “ ვინც მოთქვამთ იმის მიუხედავად, ვინ არის და ვინ იქნება პრეზიდენტი, იმათ მაინც სულ ტყუილად წაიკითხეთ რაც მიწერია.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved