• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, დამნაშავე ვარ – ყველაფრის გაკეთება შემეძლო და არაფერი გავაკეთე“ – ლენო გვარჯალაძის მამა

ალია ავტორი - ალია
11:32 01-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ყოფილი ტელე-რადიოწამყვანის, ლულუ კახიანის, ცხოვრებაში 2019 წლის 4 ივნისს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მათი 14 წლის გოგონა, უნიჭიერესი ლენო, რომელიც შესანიშნავად მღეროდა, ხატავდა, გადაიცვალა. ის საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა. ყველამ, ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა ამ ბავშვს, ეს ამბავი საშინლად განიცადა. აუნაზღაურებელმა დანაკარგმა, წასულ შვილზე ფიქრმა ლენოს მამა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე – მას მისია აქვს შესასრულებელი, უნდა, ისეთი სივრცე შექმნას, სადაც ბავშვები მივლენ, თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ და მათ პროფესიონალები დაეხმარებიან. 

“დიახ, დამნაშავე ვარ. ყველაფრის გაკეთება შემეძლო და არაფერი გავაკეთე. ჩემი ცხორება ინერციით გავაგრძელე. სამსახურს ეგოისტურად მეტ დროს ვუთმობდი და ბავშვები ჩემს მეუღლეს, ლულუს, გადავაბარე. ჩემი როლი მაქვს, როგორც მშობელს, ხანდახან სიმკაცრე, რაღაც ჯარისკაცულია საჭირო.

პირველად ქუჩაში გამვლელებმა ნახეს. ლულუმ ფანჯრიდან ვერც გადაიხედა, არც ჩასულა ქვემოთ. სახლში მოვასვენე და ამის შემდეგ შეძლო, რომ ენახა. ტრაგიკულ შემთხვევამდე თითქოს ვგრძნობდი და ვიცოდი, რასაც აპირებდა. ლულუს ვეჩხუბე, თვალი არ მოაშორო-მეთქი. სახე ახლოს მივუტანე და ისე ვეუბნებოდი, რომ სანამ არ დაიძინებდა, ყურადღება მიექცია და დილით სკოლაშიც სურათი გადაეღო და გადმოეგზავნა.

ლულუმ ლოგიკურად იფიქრა, რომ გავგიჟდი. მაშინაც სტუდიაში დავრჩი. როცა გარდაიცვალა, სახლში მისულს ლენოს საწოლზე ჩახუტება მინდოდა, ვიფიქრე, მისი სუნი ექნებოდა, თუმცა არანაირი სუნი არ არსებობდა, რადგან არც დაწოლილა იმ ღამით.

აფექტში იყო. ამ ყველაფერს დიდი ძალა სჭირდება, რომელიც მე მივეცი. იმ დღეს მაგრად ვეჩხუბე, სახეში ორჯერ გავარტყი, რადგან პირველად მივხვდი, რომ ის რეაქცია არ ჰქონდა, რაც უნდა ჰქონოდა. ამით დავანახე, რომ იმ წამს მონსტრი ვიყავი. ვაგრძნობინე, რომ მერჩივნა, მე მომეკლა, ვიდრე ეს სხვას ან თუნდაც მას გაეკეთებინა.

ლენო ძალიან მგავდა, მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება. მას მოსწონდა ისეთი ადამიანების გაიდეალება, რომლებმაც ასე დაასრულეს სიცოცხლე. “, – განუცხადა “სარკეს” გიორგი გვარჯალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved