• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დიახ, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი…”

ალია ავტორი - ალია
02:06 04-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დიახ, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი, როგორც არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ დღეს, მსოფლიოში ახალი შემთხვევების აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა – 585 000 შემთხვევა. ამ მხრივ, საქართველოში ჯერ არ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს მესამე ტალღის დასაწყისი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში, ჯერ გარდაცვალების შემთხვევების მატებაც კი არ შეინიშნება, რასაც კლინიკური სექტორი ახერხებს.

„ჩვენთან, ყოველდღე, ათის ფარგლებშია გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, ეს რეკორდულად დაბალი რიცხვია. ყოველი 100 დაავადებულიდან ერთი ადამიანი ჩვენთან კვდება, თორემ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში, როგორც წესი, ორი, ან სამი ადამიანი კვდება. მოდით, ამას ნუ დავუკარგავთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს. ზოგჯერ, ამას ისე აგდებით მოიხსენიებენ, თითქოს, არაფერი არ არის. არადა, როგორ არ არის?! ერთი და იგივე როგორ არის, წელიწადნახევრის მანძილზე 4 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა თუ 8 000, ან 12 000?! არ მესმის, რატომ არ უნდა ითქვას ამის შესახებ და რატომ არ უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის სისტემის და კლინიკსისტემისდამსახურება?“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved