• რეკლამა
  • კონტაქტი
05:10, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღგ-ს საქმეზე დაკავებულმა გოჩა ბახიამ განაცხადა, რომ 700 მილიონი ლარის მოპარვის სქემის მთავარი ფიგურანტი ოთარ ფარცხალაძეა

ალია ავტორი - ალია
12:21 01-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

დღგ-ს საქმეზე დაკავებულმა გოჩა ბახიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 700 მილიონი ლარის მოპარვის სქემის მთავარი ფიგურანტი ყოფილი მთავარი პროკურორი შოთა ფარცხალაძეა.

პატიმარი გოჩა ბახია, რომელსაც ციხეში ჩასმამდე ნავთობის ბიზნესი ჰქონდა აცხადებს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შექმნა სქემა და მილიონები სახლში წაიღო.

პატიმარმა ამ ძარცვაში ოთარ ფარცხალაძის თანამზრახველიც დაასახელა – მისი თქმით, ხალხის ხარჯზე ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშზე თანხის დარიცხვას მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ვასაძე მფარველობდა, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედაა დანიშნული.

ბახიას მტკიცებით, ფარცხალაძემ შექმნა სისტემა და საქართველოში შემოტანილ ნავთობს ყალბი აქტივებით ანბაჟებდა. ვისაც საწვავი შედარებით დაბალ ფასად ჰქონდა, ისისნი დაიჭირეს . ბახია აცხადებს, რომ ეს სქემა ფარცხალაძემ ფინანსური პოლიციის უფროსის, სოსო რამიშვილის დახმარებით მოიყვანა სისრულეში.
ბახიას მძიმე ბრალდებებეს სასამართლო პროცესზე, ფინანსდა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, გელა კანდელაკი უსმენდა. სწორედ ის იძიებს ბახიას საქმეს, თუმცა მას არც პროცესზე და არც პროცესის დასრულების შემდეგ ფარცხალაძს და რამიშვილის დაცვა არ უცდია.

“ამ საქმეში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა დაკავებულია სუყველა” – განაცხადა კანდელაკმა.

სხვადასხვა გათვლებით ამ სქემით, ბიუჯეტიდან 200-დან 500-მილიონი ლარი მოიპარეს, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ასეთი მასშტაბის ქურდობა მეწარმეებმა ისე ჩაიდინეს, ბიუჯეტინად ფული ისე მოიპარეს, რომ არავის შეუმჩნევია.

“შეიკრიბა მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვინც წარმოდგენილია სასამართლოში იმ სტანდარტის რაც საკმარისია სასამართლოში” – აცხადებს პროკურორი.

ბახიას ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც საზღვარზე საწვავი შემოჰქონდათ, მათი განბაჟება კი არ ხდებოდა. კუბლაშვილი ამბობს, რომ თაღლუთური სქემის მიხედვით, რომლის უკანაც კონკრეტული მაღალჩინოსნები დგანან სახელმწიფომ ასეულობით მილიონიო იზარალა.

“გოჩა ბახიას აქვს მოწმეთა ჩვენებები. უამრავი ადამიანი ადასტურებს, როგორი შეთანხმებები ხდებოდა. ასევე აქვს ინფორმაციები, რომლებიც გადამოწმებულია და ნამდვილია. კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც შემოჰქონდათ ტვირთი ჩერდებოდა არ ხდებოდა განბაჟება. ის ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ კონკრეტულ იურიდიულ პირებთან, ისინი არიან დაკავებულები” – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

ბიუჯეტის ძარცვის სქემას, რომლის გამოც სახელწიფომ მილიონები იზარალა, აღიარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც. სქემას ისინი უკვე თვეებია იძიებენ, თუმცა მათი გამოძიების მიხედვით ბიუჯეტიდან მილიონები დამოუკიდებლად ექვსმა პატიმარმა ისე მიითვისა, რომ მათ არავინ მფარველობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved