• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღევანდელი ხელისუფლების კეთილსინდისიერებაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ…“ – ირაკლი წერეთელი

ალია ავტორი - ალია
00:30 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:

“შეპირებული პოსტი დაიდო…

არჩევნებში კანონზომიერად დამარცხებული და ქართველი ერის უმრავლესობით უარყოფილი ოპოზიცია გაყალბებაზე რომ აყაყანდა გეკითხებით ყველას? – უტყუარი ფაქტებით დაადასტურებს კენჭისყრის შედეგების ფალსიფიცირებას? დღევანდელი ხელისუფლების კეთილსინდისიერებაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ რაც დავინახე მგონია და ალბათ დამაჯერებელიცაა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებამ ამ არჩევნებშიც კიდევ ერთხელ ლოგიკურად და კანონზომიერად დაამარცხა. ამ მოცემულობის უარყოფა დადასტურდება მხოლოდ გრანდიოზულად მრავალრიცხოვანი უწყვეტი და პერმანენტული საპროტესტო დემონსტრაციების ჩატარებით. ფაქტია ისიც, რომ არჩევნების გარდა ხელისუფლებამ ოპოზიციას ქუჩაში გამოყვანილი ხალხის რაოდენობითაც შეუდარებლად აჯობა.

ამ ეტაპზე საქართველოს ჰაერივით სჭირდება მშვიდობა,სტაბილიზაცია და საერთო ეროვნული მოღონიერება,მით უფრო ევროატლანტიკური და თავისუფალი დასავლეთის ცივილიზაციისკენ შეუქცევადად მიმავალი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ოღონდ არა მაინცდამაინც ახლა, არამედ 1924 წელს, ობიექტურად და ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით.

მამუკა ხაზარაძის პრორევოლუციური აღტყინება ძალიან საეჭვოდ და არაკეთილსინდისიერად გამოიყურება, მით უფრო ბოროტ ნაცებთან ჩახუტება გადაფსკვნის და მისი არჩევნებში სასტიკი დამარცხების ფონზე. არ გამოვრიცხავ და დასაშვებია, თუმც დოკუმენტურად ამჯერად ვერ ვასაბუთებ, რომ რუსეთის დამპალი იმპერიის ფარული ინსპირაციითა და არალეგიტიმური ხელშეწყობით, აშკარად აჟიტირებულ, პერმანენტული დამარცხებების შედეგად გამწარებულ,ნერვებმოშლილ და კეთილგონიერების დაკარგვამდე მიყვანილ ოპოზიციას, რომელთა შორის რუსული აგენტურაც ალბათობით იბოგინებს, დამანგრველი სისხლისღვრისკენ და დესტრუქციული,ანტიდემოკრატიული არევდარევისკენ მიყავდეს უძლიერეს ევროატლანტიკურ სამხედრო-სტრატეგიულ სივრცესა და დასავლურ ცივილიზაციაში საშვილთაშვილო დამკვიდრებისკენ სტაბილურად და გარანტირებულად მიმავალი დამოუკიდებელი საქართველო. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ჩანს აშშ სა და ნატოს დადასტურებული სურვილი და მისწრაფება არსებული ხელისუფლების სასწრაფო და დაუყოვნებელი შეცვლის მიმართულებით. ოპოზიციურ პროცესებს არც აშშ და არც ნატო ამჟამად ნამდვილად არ მართავს ხელისუფლების წინააღმდეგ.

მიმაჩნია რომ საქართველოს ეროვნული თავისუფლების,დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის, აშშ- სა და ნატოს ყოველგვარი ,იოტისოდენა დათმობის გარეშე და პირიქით ამ ფასეულებათა და ორიენტირთა გაძლიერებით უნდა განვამტკიცოთ სიმშვიდე,სტაბილიზაცია და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ღირსეულად მოვემზადოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,რომელშიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაიმარჯვოს. სწორედ ამიტომ დღევანდელი ეშმაკისეული ოპოზიცია აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოს ღირსეულმა და ძლიერმა ჭეშმარიტად ეროვნულმა და დემოკრატიულმა ძალამ, ისევ და ისევ დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება ქართველ ერს! დიდება უზენაეს ღმერთს!” 

თეგები: ირაკლი წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved