• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს” – საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კობახიძის განცხადებას ემიჯნებიან

ალია ავტორი - ალია
00:25 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა საქმთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ავრცელებენ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება:
ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს – დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას.  გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ჩვენ,  ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერები არიან: 
1. ანნა ბაღბაბია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
2. ანა ძოწენიძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
3. ანა ქოიავა – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
4. ანა შაიშმელაშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
5. ანა ჩიტალაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
6. არჩილ მენთეშაშვილი – საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
7. ასმი გრძელიძე – საკონსულო დეპარტამენტი
8. ალექსანდრე გოგოლაძე – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
9. ბაია კაპანაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
10. ბონდო მესხი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
11. გიორგი წიქარიშვილი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
12. გიორგი მურღვაშვილი – ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
13. გიორგი თავართქილაძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
14. დავით ბაზერაშვილი –  ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
15. ერეკლე იანტბელიძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
16. ეკა ფხოველიშვილი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
17. ვაჟა გვარამია – საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში
18. ვერა ხაჯალია – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
19. თამარ ჩაჩიბაია – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
20. თამარ ბალავაძე – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
21. თამთა უგლავა – პოლიტიკური დეპარტამენტი
22. თეონა ჯანაშია – უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
23. თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
24. თინათინ თაბუკაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
25. თინათინ ლოლომაძე – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
26. ირაკლი სიმონიშვილი – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
27. ირმა კილასონია – ამერიკის დეპარტამენტი
28. ლანა ჯალაღონია – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
29. ლუკა გაწერელია – პოლიტიკური დეპარტამენტი
30. მარიამ არბოლაშვილი – დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
31. მარიამ ჯანელიძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
32. მამიკა ანთაძე – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
33. ნესტან ბეჟანიშვილი – – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
34. ნინო საღინაძე – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
35. ნინო ჩხიკვაძე ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
36. ნინო ყამარაული – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
37. ოლღა სპირანდი – ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
38. საბა ფუტკარაძე – საკონსულო დეპარტამენტი
39. სალომე აქუბარდია – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
40. ქეთევან სხილაძე – ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი
41. ქეთევან ფრუიძე – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
42. ქრისტინე ჟღენტი – ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
43. ხატია ხორავა – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
44. ხუტა სალია – საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.(მთავარი არხი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved