• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღევანდელი დღიდან დაიწყო ივნისის ნეგატიური პერიოდი, რომელიც 23 ივნისამდე გასტანს“ – რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

ალია ავტორი - ალია
18:21 06-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,932

ასტროლოგი რამაზ გიგაური 9-15 ივნისის ასტროპროგნოზს აქვეყნებს:

„დღევანდელი დღიდან დაიწყო ივნისის ნეგატიური პერიოდი, რომელიც 23 ივნისამდე გასტანს.
/ალბათ ყველამ იხილა წუხელ, ამერიკაში, ლოს-ანჟელესში პრეზიდენტ ტრამპის ანტიმიგრაციული კანონის წინააღმდეგ აგრესიული გამოსვლები, სადაც მოჰყვა პოლიციის მანქანებზე თუ განყოფილებებზე თავდასხმები.
იგივე რუსეთის მხრიდან უკრაინის მასიური დაბომბვა სპეცოპერაცია „აბლაბუდას“ საპასუხოდ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების და დრონების უმეტესობა ჰაერშივე გაანეიტრალა/
თუ გადავხედავთ ამ კვირას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ივნისის ყველაზე რთული პერიოდი შეიძლება გამოდგეს. ამიტომ ყველას წინდახედულება და სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
* 9-10 ივნისს მერკური კვადრატშია სატურნთან და ნეპტუნთან, რაც მიანიშნებს გართულებულ კომუნიკაციაზე, ცრუ-ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე, ტყუილის და ცდუნების მაღალ ალბათობაზე. დღეს და ხვალ ნერვული სისტემა დაძაბულია, ამიტომ, სასურველია მოვერიდოთ ურთიერთობებში კრიზისების გაღრმავებას, მომატებულია წინააღმდეგობრიობა, აქედან გამომდინარე, ურთიერთობების გარკვევას მოსალოდნელია უკუშედეგები მოჰყვეს. როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მოსალოდნელია სკანდალები, მანიპულაციები და ულტიმატუმის ენით ლაპარაკი.
* 11 ივნისი – სავსემთვარეობაა, რაც მიანიშნებს გადამეტებულ ოპტიმიზმზე, რასაც მივყავართ ცრუ-იმედებთან. იმატებს უტაქტობისა და უხეშობის ალბათობა. ჩვენი ნათქვამი სიმართლე შეიძლება სხვებს არ მოეწონოთ, ამიტომ სასურველია დიპლომატიურები ვიყოთ და ახლობელი ადამიანების პოზიციაც გავითვალისწინოთ.
* 12-13 ივნისი ემოციურად შეზღუდული დღეები იქნება. ადამიანები უფრო პრაგმატულები და გარკვეულწილად ჩაკეტილები გახდებიან. თუმცა მეორე მხრივ, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს „ბობოქარი ემოციების“ დაწყნარებას და მომავლის პრაქტიკულად დანახვას.
* 13 ივნისიდან განსაკუთრებულად ძლიერდება მარსი-ურანის კვადრატი, რომლის პიკი 15 ივნისს იქნება. თუმცა მისი ძლიერი გავლენა საგრძნობი იქნება 16-22 ივნისის შუალედშიც. ეს საკმაოდ საშიში პერიოდია, როდესაც იზრდება ტექნიკური ავარიების ალბათობა. ეს არის სიტყვების „ენერგია“, „ძალა“, „აგრესია“ და „უცბად“, „მოულოდნელად“, „რევოლუციურად“ სინთეზი. ამ დროს მდგომარეობა მოსალოდნელია ერთი ხელის მოსმით გაუარესდეს.
• ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებში მოიმატებს არაადეკვატურობის და დაპირისპირების ალბათობა. იმატებს განხეთქილების, განქორწინების, სამსახურის დატოვების ალბათობა.
• გლობალურად კი, ეს ასპექტი მიანიშნებს სერიოზულ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე. შეიძლება ვიხილოთ ახალი მასიური თავდასხმები რუსეთ-უკრაინის შორის, ახალი საპროტესტო გამოსვლები მსოფლიოს სხვადასხვა „ცხელ“ წერტილში, აფეთქებები და სახელმწიფო გადატრიალებები (ან მისი მცდელობები).
სასურველია, 9-23 ივნისი და განსაკუთრებით ეს კვირა მშვიდად და ყოველგვარი გართულებების გარეშე გავიაროთ. ახლობელ ადამიანებთან მომთმენი, გულისხმიერი და მოსიყვარულე ვიყოთ, მოვერიდოთ ექსტრემალურ სიტუაციებს, ცეცხლსასროლ იარაღს, ბასრი ნივთების გამოყენებისას ნელა და ფრთხილად ვიმოქმედოთ. ეს გარკვეულწილად დაგვაზღვევს მოსალოდნელი პრობლემებისგან.“
თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved