• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება” – მეუფე იაკობი

ალია ავტორი - ალია
17:30 02-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

“იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ, გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე გადამაგდეს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ გაიმარჯვებს.

“დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა – არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან – ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო. ჩვენი ერი მაინც თავისუფალ ერად დარჩა. დაპყრობილი ვიყავით ხშირად, მაგრამ ჩვენში ჭეშმარიტება ვერავინ ვერ გააქრო. ვუსურვებ ყველას, რომ ეგეთი უგუნური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რადგან საპასუხოს მიიღებენ. ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებასთან ცხოვრება, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება. ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს. უგუნურებს ხან გონივრულად მოექცევი, ხან შეიძლება შენც უგუნური გახდე და უგუნურად მოექცე და არ გაუკვირდეთ“, – განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved