ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დღეს 09:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი თემები ზაზა გახელაძის და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ბორდერიზაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება იქნება.
დისკუსიების 53-ე შეხვედრაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან რუსეთის გასვლაზეც ისაუბრებენ. სწორედ მათი არაკონსტრუქციულობის გამო, უკვე 13 წელია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.
კომენტარები