ვაკის პარკის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეების შეკითხვებს ტრასოლოგი და მთავარი გამომძიებელი უპასუხებენ. გიგა გიგაშვილის ადვოკატი “კურიერთან” საუბრის დროს ამბობს, რომ საქმის წაყენებისა და გამოძიების საკითხში კითხვები გამომძიებელთან ექნებათ.
კახა წერეთლის თქმით, საქმეში გიგაშვილის უდანაშაულობა პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ საუბარია საქმის ეპიზოდზე, სადაც სასამართლო გიგა გიგაშვილისა და კიდევ ორი შპს-ს ბრალეულობის საკითხს განიხილავს.
კომენტარები