დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს გაიმართა.














კომენტარები