• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები – თინა ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
11:45 06-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“.

„უპირველეს ყოვლისა, ლევან, მინდა მადლობა გადაგიხადო შენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვან, არც თუ ისე მარტივ მომენტში შენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღე, ეს მოითხოვს დიდ გამბედაობას და დიდ თავგანწირვას, რომლის მაგალითი შენ არაერთხელ გვიჩვენე. რუსი ივანიშვილის ჯალათების მხრიდან რაც მოჰყვა შენს მცდელობას, რომ ბანდიტებად ქცეული სპეცრაზმელებისგან გადაგერჩინა ახალგაზრდა, შენ შეხვდი წარმოუდგენელი სიმშვიდით, სიმტკიცით და სიმამაცით, რაც ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გამარჯვების რწმენა აქვთ. ამას ასხივებდი ყოველთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. შენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ შენთვის საქართველოს ნათელი მომავალი და ჩვენი საერთო როლი ამ ნათელ, ევროპულ მომავალში უპირველესია. მადლობა ამ ბრძოლისთვის და მადლობა ამ ნდობისთვის, რადგან ჩემთვის შენი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს არ ვისაუბრებ ვრცლად ჩემს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევდივართ არჩევნებში და როგორ ვიგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ არჩევნებს, ამის შესაძლებლობა როგორც ლევანმა განმარტა, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება, თუმცა, ერთს ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, დღეს წყდება ის, თუ სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, იცხოვრებენ რუსეთის უკანა ეზოში, თუ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ამ არჩევანში, ღრმად მწამს, რომ ივანიშვილი უნდა დავტოვოთ მარტო და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ერთეული პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს გარუსებას არ ეგუება, უნდა გაერთიანდეს გამარჯვებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც მათ შორის, ტყვეობაში, რაც ნამდვილად ისტორიული უსამართლობაა, არც ერთი წამი არ დაუკარგავს ერთიანი, ძლიერი, ევროპული, წარმატებული საქართველოს რწმენა, რომლის შექმნაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, საქართველოსი, სადაც ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს თვითრეალიზების შანსი აქვთ, სადაც ყველას შეუძლია სიამაყით თქვას – მე ვარ საქართველო. მე გპირდებით, განსაკუთრებით ვპირდები ახალგაზრდებს, რომლებმაც მართლაც გვაჩვენეს სიმამაცის, თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი ბოლო რამდენიმე კვირის, თვის განმავლობაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საერთო, ეროვნული გამარჯვება მოვუტანოთ. დღეს, როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved