ანკარაში დღეს თურქეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის დღის წესრიგშიც უკრაინის კონფლიქტის საკითხი დომინირებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდება. წინასწარ გავრცელებული ცნობის მიხედვით მოლაპარაკების მთავარი თემა უკრანული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი იქნება, რომელიც რუსული აგრესიის გამო შეფერხებულია.
მხარეები მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივებსაც განიხილავენ.
კომენტარები