ფოტო – მთავარი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ლოზუნგით – “არა ძალადობას” – და ხელისუფლებას მოძალადეების მკაცრი დასჯისკენ მოუწოდებენ.
15:00 საათზე აქცია, სახელწოდებით “არა მილიციას” გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
19:00 საათზე კი “მწვანეები” აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ.
არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
გუშინ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე.
კომენტარები