• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს თბილისობაა – ღონისძიებების ჩამონათვალი

ალია ავტორი - ალია
10:20 10-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

დედაქალაქის მერია პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რიყის პარკი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები: სცენის­ დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
გამოფენები;
კაფე ქიმერიონი;
საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
სამეწარმეო ბაზრობა;
გასტრონომიული ზონა;
ტკბილეულის ფესტივალი;
სპორტული აქტივობები;
ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულისფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.
2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.

ლეღვთახევი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

ორბელიანის მოედანი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები;
თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
სამეწარმეო და კვების ზონები.
19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
ღია კინოთეატრი;
„თბილისური კაფე“;
19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

ევროპის მოედანი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

„თბილისობის“ გალა-კონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეო არტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას – ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved