გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძისა და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულისა და ნაკადულის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკისა და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომენტარები