• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, მოსამართლესთან მისვლა ყველას შეუძლია – ფადი ასლი

ალია ავტორი - ალია
12:50 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ ფადი ასლის შეფასებით, „დღეს სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, სადაც ყველას შეუძლია მოსამართლესთან მისვლა“.

ამის შესახებ ფადი ასლიმ bm.ge-სთან ინტერვიუში ბიზნსომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ მთავრობას სურვილი ექნება სასამართლო რეფორმა გაატაროს და სასამართლო სისტემა სამართლიანად იმუშავებს, ბიზნესომბუსმენის რგოლი საერთოდ არ იქნება საჭირო.

„დღეს ბიზნესს პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მთავრობასთან გარიგების საფუძველზე შეუძლია, სწორედ ისე, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა. ისინი ვინც აცხადებენ, რომ დღეს უკეთესი სასამართლო გვაქვს, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო, ძალიან ცდებიან, რადგან სააკაშვილის დროს მოსამართლეებთან საუბარი მხოლოდ ზურაბ ადეიშვილს შეეძლო. დღეს კი სასამართლო სუპერ-მარკეტს ჰგავს, სადაც ყველას შეუძლია მოსამართლესთან მისვლა.

სააკაშვილის დროს კი, როდესაც დამოუკიდებელ პიროვნებას პრობლემა ჰქონდა მეორე დამოუკიდებელ პირთან, ამ პრობლემის გადაწყვეტა სასამართლოს გზით შეეძლო. ნორმალური ხალხისთვის სააკაშვილის დროს ეს ორგანო გამართულად მუშაობდა, ხოლო ახლა თუ მოსამართლე შენი მეგობარი, ნათესავი არ არის ან ფულს არ გადაუხდი ან მთავრობიდან ვინმეს არ დაარეკინებ, ვერც ერთ საქმეს ვერ მოიგებ.

ამასთან, ვერც ერთი უცხოური კომპანია აქ სასამართლოს ვერ მოიგებს და არც მახსენდება მსგავსი შემთხვევა „ფილიპ მორისის“ და BAT-ის გარდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ ქართული კომპანიების მისამართით პროტექციონისტულ მიდგომას გამოიყენებს, ისინი არჩევნებში ხმას ხელისუფლებას მისცემენ. ეს არის, რაც ბოლო ცხრა წელია ხდება“, – აცხადებს ფადი ასლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved