დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს „დინამოზე“ უმასპინძლებს.
კორონავირუსით ინფიცირების გამო ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია უახლოეს მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
საქართველო – ჩრდილეთ მაკედონიის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები