• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2024 წლის დასკვნით თამაშს ტონგასთან გამართავს

ალია ავტორი - ალია
11:26 11-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

24 ნოემბერს ბორჯღალოსნები 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13:00 საათიდან შეუძლიათ შეკრება.

იტალიასთან მატჩის შემდეგ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში ბრუნდება ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

თითო ცვლილებაა პირველ და მეორე ხაზში. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს გიორგი ახალაძე იწყებს. კვლავ ძირითადში არიან კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი ირაკლი აფციაური, ხოლო მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება.

რიჩარდ ქოქრილის გადაწყვეტილებით მარქაფა არასტანდარტული იქნება და შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლება. ნოემბრის ტესტ-მატჩებში პირველად ითამაშებენ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მათ გარდა შერკინებაში შეცვლაზე შევლენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

ერთი სიახლეა ხაზის მარქაფაში. ბორჯღალოსნების სამატჩო განაცხადში პირველადაა და ტონგასთან დებიუტი ექნება ‘ბრივის’ ცენტს გიორგი შველიძეს, რომელიც ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის შვილია და თავი 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაგვამახსოვრა. ასევე ხაზის მარქაფაშია გელა აფრასიძე.

საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია და მათგან 5 მოიგო. კუნძულელებს ბოლოს 2018 წლის 24 ნოემბერს, ასევე “მიხეილ მესხზე” ვერკინეთ და დღემდე სარეკორდო სხვაობით, 20:9 დავამარცხეთ.

„ბორჯღალოსნების“ სამატჩო განაცხადში დებიუტი ექნება გიორგი შველიძეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved